Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 23

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 23. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024
თემები:შვილად აყვანა და სუროგაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი ამ დაწესებულებაში დაიბადა; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, თუ მან ბავშვის დედას სამედიცინო დაწესებულების გარეთ მშობიარობისას გაუწია დახმარება; გ) ბავშვის მშობელს, თუ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს ბავშვის დაბადების შესახებ, აგრეთვე თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ან სხვა სახელმწიფოში; დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე; ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს, თუ პირი, რომლის დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, ამ ორგანოს ან დაწესებულების აღსაზრდელია ან იმყოფება მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება აქვთ იმის მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა ამ ვალდებულებას სხვა პირები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავენ ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში.

5.ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების თაობაზე მიმართავს ბავშვის დაბადებიდან 1 თვის ვადაში. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით.

6.სხვა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

7.ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირი თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი ამ დაწესებულებაში დაიბადა; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, თუ მან ბავშვის დედას სამედიცინო დაწესებულების გარეთ მშობიარობისას გაუწია დახმარება; გ) ბავშვის მშობელს, თუ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს ბავშვის დაბადების შესახებ, აგრეთვე თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ან სხვა სახელმწიფოში; დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე; ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს, თუ პირი, რომლის დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, ამ ორგანოს ან დაწესებულების აღსაზრდელია ან იმყოფება მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება აქვთ იმის მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა ამ ვალდებულებას სხვა პირები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავენ ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში. 5. ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების თაობაზე მიმართავს ბავშვის დაბადებიდან 1 თვის ვადაში. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით. 6. სხვა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. 7. ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირი თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 ივლ. 2017
  2. 4 ივნ. 2016
  3. 1 ივნ. 2014· გამოქვეყნდა 29 მაი. 2014

    მე-6 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: მიმართვა საკონსულო დაწესებულებისათვის კეთდება, ხოლო დაბადების რეგისტრაცია 22-ე მუხლის პირობებით ხორციელდება სუბიექტის დასახელების გარეშე.

  4. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    23-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი სამეწარმეო პირის შემთხვევაში დაზღვევის პირობების მინისტრის მიერ განსაზღვრის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სუროგაციასთან დაკავშირებული დავები11 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 4 ცვლილება · ბოლო 29 ივლ. 2017
  • 6 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 22დაბადების რეგისტრაციის პირობები
  • 32მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება
  • 41შვილად აყვანის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 10გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა
  • 33უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ მიმართვა
  • 62სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 12გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა
  • 15მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვა
  • 6შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 7

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1244შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია

საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

  • 7საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12447121562472223241103362723
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…შვილად აყვანისა და მინ…შვილად აყვანისა და მინ…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026