სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 96. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2.თუ განმცხადებელს აღარ აქვს ინტერესი დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის მიმართ, ის უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

3.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, თუ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა არის საჯარო ინტერესი ან/და მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება. 2. თუ განმცხადებელს აღარ აქვს ინტერესი დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის მიმართ, ის უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. 3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, თუ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა არის საჯარო ინტერესი ან/და მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1089519422211763626592959496
მნიშვნელობით ახლოს,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს ზოგადი ადმ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა