Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 95

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 95. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესადგენად აუცილებელ ინფორმაციას.

2.პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, ასევე დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს მშობლების მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს შორის არის დავა მშობლების ვინაობასთან დაკავშირებით.

3.სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემის დადგენის შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის საჭირო ცალკეული მონაცემის გარეშე, თუ მისი დადგენა შეუძლებელია საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ან სხვა მიზეზით.

4.პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო დაბადების თვისა და რიცხვის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული მონაცემები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

5.იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა დაუშვებელია, თუ: ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი ან დაბადების თარიღი (წელი); ბ) პირის დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის დაბადების რეგისტრაციის სავარაუდო თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანო ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაცემი; გ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი, დაბადების ან გარდაცვალების თარიღი; დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის სავარაუდო თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანო ან ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაცემი.

6.თუ გარდაცვლილი პირის მიმართ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას მისი გვარის განსაზღვრა შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ ვერ ხერხდება ამ პირის მშობლების გვარების დადგენა, ამასთანავე, მასზე არ გაცემულა არანაირი ოფიციალური დოკუმენტები გვარის მითითებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის ამ პირის გვარის მითითების გარეშე დადგენის შესახებ.

7.თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არასაკმარისად ან არასარწმუნოდ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს და სხვა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იგი უფლებამოსილია უარი თქვას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესადგენად აუცილებელ ინფორმაციას. 2. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, ასევე დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს მშობლების მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს შორის არის დავა მშობლების ვინაობასთან დაკავშირებით. 3. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემის დადგენის შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის საჭირო ცალკეული მონაცემის გარეშე, თუ მისი დადგენა შეუძლებელია საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ან სხვა მიზეზით. 4. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო დაბადების თვისა და რიცხვის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული მონაცემები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 5. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა დაუშვებელია, თუ: ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი ან დაბადების თარიღი (წელი); ბ) პირის დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის დაბადების რეგისტრაციის სავარაუდო თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანო ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაცემი; გ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი, დაბადების ან გარდაცვალების თარიღი; დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის სავარაუდო თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანო ან ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მონაცემი. 6. თუ გარდაცვლილი პირის მიმართ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას მისი გვარის განსაზღვრა შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ ვერ ხერხდება ამ პირის მშობლების გვარების დადგენა, ამასთანავე, მასზე არ გაცემულა არანაირი ოფიციალური დოკუმენტები გვარის მითითებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის ამ პირის გვარის მითითების გარეშე დადგენის შესახებ. 7. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არასაკმარისად ან არასარწმუნოდ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს და სხვა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იგი უფლებამოსილია უარი თქვას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 94შემდეგი მუხლი 96

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 52მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 90სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები
  • 92მტკიცებულებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში
  • 94იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
  • 422¹ზოგიერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
  • 313იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 11მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება
  • 66გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ
  • 68რეგისტრაციის გაუქმება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 14რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 27მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5227316422¹31314116668529092942695
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…უძრავ ნივთებზე უფლებათ…ოფიციალური სტატისტიკის…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026