სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 94. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის წესი

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია გამართოს ზეპირი მოსმენა, რომელზედაც მოწვეული უნდა იქნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები. განმცხადებელს, დაინტერესებულ პირებსა და მოწმეებს ზეპირი მოსმენის შესახებ უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც და მოწვეული უნდა იქნენ მასში მონაწილეობის მისაღებად.

2.თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით დადგენილი წესები , ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

3.თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან, ამ თავით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.

4.იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების შესახებ.

5.იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია გამართოს ზეპირი მოსმენა, რომელზედაც მოწვეული უნდა იქნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები. განმცხადებელს, დაინტერესებულ პირებსა და მოწმეებს ზეპირი მოსმენის შესახებ უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც და მოწვეული უნდა იქნენ მასში მონაწილეობის მისაღებად. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით დადგენილი წესები , ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით. 3. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან, ამ თავით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ. 4. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების შესახებ. 5. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11011219638316316¹31327¹9589927 (და…94
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა