კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

მუხლი 11. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანის და დროებით შემოტანის რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენციები

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანას, საქართველოში შემოტანასა და დროებით შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

2.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხებთან დაკავშირებულ თავიანთ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან ერთად.

3.სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №625-სსმI, №35, 05.12.2008წ., მუხ.231 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ, საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3862 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №100 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024

    მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან“ „საქართველოს კულტურის სამინისტროდ“ შეიცვალა.

  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

    მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სამინისტროს დასახელება შეიცვალა: ახლა ეს არის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  3. პირველ პუნქტში უფლებამოსილი ორგანო ახლა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროა, რომელსაც მიენიჭა შემოკლებული სახელწოდება „სამინისტრო“; მე-3 პუნქტში საერთო კოორდინაცია ამ შემოკლებულ სახელწოდებაზეა მიბმული.

  4. პირველ და მესამე პუნქტებში კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეიცვალა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი, როგორც რეგულირებისა და კონტროლის, ისე კოორდინაციის უფლებამოსილებაში.

  5. პირველ და მე-3 პუნქტებში მარეგულირებელი და საქმიანობის კოორდინატორი სამინისტრო ახლა კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

  6. პირველ და მე-3 პუნქტებში სამინისტროს სახელწოდება გახდა „კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო“; პირველ პუნქტში ამოღებულია „მიერ ნაკისრი“ და დაზუსტდა „გატანასა“, „შემოტანასა“ ფორმები.

  7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების ფუნქციები დაკონკრეტდა სიტყვით „დაკავშირებულ“, ხოლო სასაზღვრო პოლიციის ნაცვლად ერთობლივი განხორციელების პარტნიორად მითითებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო; ასევე განახლდა კანონის წყაროს მითითება (მუხ 231).

  8. მე-2 პუნქტში უფლებამოსილი ორგანოს ნაცვლად დასახელდა შსს-ის საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და ამოღებულია სიტყვა „დაკავშირებულ“; მე-3 პუნქტს დაემატა წყაროს მითითება.

  9. მე-2 პუნქტში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ნაცვლად ერთობლივი ფუნქციების განმახორციელებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო; მე-3 პუნქტში საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზაციების ნაცვლად კოორდინაციის ობიექტია იუსტიციის სამინისტრო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
122728545263734243 (და…1 (და…11
მნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…კულტურის შესახებკულტურული მემკვიდრეობი…დებულება კულტურული ფას…მუზეუმების შესახებსახელმწიფო ვალის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა