Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 5

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 5. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:ჰუმანიტარული სამართალისხვა მოძრავი ქონების შეფასებაკინო და ტელევიზიაკულტურული მემკვიდრეობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო: ა) ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შეიმუშავებს და წარმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას, პოპულარიზაციას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას; დ) უზრუნველყოფს გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზასა და სახელმწიფო აღრიცხვას, ადგენს შესაბამის წესებს; ე) ზედამხედველობს ძეგლზე წარმოებულ და არქეოლოგიურ სამუშაოებს და ქმნის სამუშაოების მიმღებ კომისიებს; ვ) აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გატანას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ზ) უზრუნველყოფს ისტორიული არეალების დაფარვით ინვენტარიზაციას, შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს; თ) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო სისტემასა და ბაზას; ი) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნობრივ და სახელმწიფო პროგრამებს, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს; [ ი) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნობრივ და სახელმწიფო პროგრამებს, ახორციელებს საჯარო შესყიდვებს; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის საქმიანობას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს; ლ 1 ) მონაწილეობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასე ბის პროცედურაში და წარადგენს შესაბამის დასკვნას; [ლ 1 ) მონაწილეობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში, ასევე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და წარადგენს შესაბამის დასკვნას; ( ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] მ) ახდე ნს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო-, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას; ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე; ნ 1 ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დისკრიმინაციული დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვაზე; ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2.საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით გადასცეს ამ კანონით განსაზღვრული, სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება მის ტერიტორიულ ორგანოს, აგრეთვე სტრუქტურულ ერთეულს.

3.მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

4.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

5.საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

6.საბჭო იხილავს: ა) ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს; ბ) ძეგლზე და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს, ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მ ინიჭებისა და მოხსნის საკითხებს; დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და მათ ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საკითხებს; ე) „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1972 წლის კონვენციით შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (შემდგომში – მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა) შესატანად ძეგლების წარდგენის საკითხებს; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს; ზ) საბჭოს დებულებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.

7.საბჭოს გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №906 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1628 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908– ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №375 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1020 – ვებგვერდი, 25.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2560 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3390 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3861 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4408 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №101 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1696 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023

    პირველი პუნქტის „ლ¹“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან ერთად სამინისტრო მონაწილეობს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაშიც და წარადგენს შესაბამის დასკვნას.

  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მინისტრის დასახელება „საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი“ შეიცვალა „საქართველოს კულტურის მინისტრით“; უფლებამოსილების გადაცემის წესი უცვლელია.

  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მინისტრის დასახელება შეიცვალა „საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად“; დანარჩენი ტექსტი ამ პუნქტში არ შეცვლილა.

  5. 9 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 25 ნოე. 2021

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ნ¹“ ქვეპუნქტი, რომელიც სამინისტროს აკისრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მემკვიდრეობის დისკრიმინაციული დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვაზე ზრუნვას.

  6. 18 მარ. 2021

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში უფლებამოსილების გადაცემის სუბიექტი მინისტრის სახელწოდება შეიცვალა და ახლა ეს არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

  7. 28 ივლ. 2020

    მე-3 პუნქტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ამოღებულია იმ სუბიექტებიდან, რომლებსაც მინისტრს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით შეუძლია გადასცეს აქტების გამოცემის უფლებამოსილება; დანარჩენი მხოლოდ მართლწერითია.

  8. 11 ივლ. 2018
  9. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  10. 14 დეკ. 2017
  11. 25 სექ. 2013

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია V¹ თავის გამონაკლისი, ხოლო სამინისტროსა და მინისტრის სახელწოდებიდან სპორტი ამოღებულია.

  12. 4 დეკ. 2008

    მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ და მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებიდან გამონაკლისია V¹ თავით გათვალისწინებული (თბილისის) შემთხვევები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნიჭის მენეჯმენტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელოვნების ნაწარმოებების, ანტიკვარული ნივთების და ძვირფასეულობის შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 12 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2024
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

კულტურულ ფასეულობა… 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 6საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
  • 4კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები
  • 7აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებები კულტურული მემკვ იდრეობის დაცვის სფეროში

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 12სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

მუზეუმების შესახებ

  • 14სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში

კულტურის შესახებ

  • 19მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში
  • 18სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში
  • 29კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 7

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 5¹საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5213121464775¹1918295
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…კულტურული მემკვიდრეობი…მუზეუმების შესახებკულტურის შესახებეროვნული საარქივო ფონდ…საქართველოს განათლების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026