სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 24. სახელმწიფო საგარეო ვალის მართვასთან დაკავშირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად: ა) განიხილავს შეთანხმებებს სახელმწიფო საგარეო ვალის პირობებისა და ვადების შესახებ, შეისწავლის საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე არსებული დაფინანსების შესაძლებლობასა და პირობებს; ბ) აანალიზებს სახელმწიფო საგარეო ვალის რეფინანსირების შესაძლებლობასა და პირობებს; უზრუნველყოფს ისეთ მდგომარეობას, რომ ახალი ვალების წმინდა ნაშთი არ აღემატებოდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილი სახელმწიფო საგარეო ვალის ლიმიტს (ზღვრულ ოდენობას); გ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს და მათ წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს იმ ვალდებულებათა შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის უფლებიდან გამომდინარეობს.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოს სახელით აღებული სახელმწიფო საგარეო ვალის მართვაზე, მომსახურებასა და დაბრუნებაზე. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 8 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1511713252322461029822324
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …შეზღუდული შესაძლებლობი…საჯარო და კერძო თანამშ…კულტურულ ფასეულობათა ს…საქართველოს 2026 წლის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა