საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავი ძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ; ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით; გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ; დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3645-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.293 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ, საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6973-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავი ძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №17 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 7
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადება ეგზავნება შემოკლებულად დასახელებულ სამინისტროს; ასევე გამოსწორდა „მოძრავი ძეგლისთვის“ და „ობიექტისთვის“ ფორმები.
დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადების ადრესატი ახლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა; ასევე ბრუნვები „მოძრავი ძეგლისთვის“ და „ობიექტისთვის“ გრამატიკულად შეიცვალა.
23-ე მუხლის პირველ წინადადებაში სუბიექტთა ჩამონათვალი გადაკეთდა მძიმეებით, ამოიღო „აგრეთვე“, ზმნა მხოლობითში გადავიდა და ადრესატი სამინისტრო კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
23-ე მუხლში დროებით გატანის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ამასთან სუბიექტთა ჩამონათვალი ფორმულირებით დაზუსტდა და ორგანოები/პირები მხოლობით რიცხვში გადავიდა.
23-ე მუხლის პირველ ნაწილში განცხადების წარმდგენ სუბიექტებად ახლა დასახელებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არა „თვითმმართველობისა და მმართველობის“ ორგანოები; ბოლო საცნობარო მითითებას დაემატა „მუხ 293“.
განმცხადებელ ორგანოთა წრეში ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით დასახელდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიც; დაემატა წყაროს მითითება.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

