კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 48. განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.

2.განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი, სათანადო წესით დამოწმებული, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცემა ნებართვის მფლობელს.

3.განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა დაერთოს: ა) შესაბამისი სამუშაოების ამ კანონით განსაზღვრული სრული საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო რუკა, ხოლო თუ ნებართვის მაძიებელი არ არის შესაბამისი ობიექ ტის ან ტერიტორიის მესაკუთრე, – ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაა − უძრავი ობიექტის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც განაცხადებს განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4.არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს მუზეუმის, ინსტიტუტის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების თანხმობის წერილი სამუშაოთა ჩატარების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის განთავსებისა და მისი შენახვის პირობების უზრუნველყოფის შესახებ.

5.თუ ძეგლზე სხვა სამუშაოებთან ერთად ან დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები, განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს ამ კანონით განსაზღვრული არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 48-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში უძრავი ობიექტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაც მოექცა სახელმწიფო საკუთრების წესში, ხოლო თანხმობის/უარის გამცემ ორგანოდ მუნიციპალიტეტის ორგანოც დასახელდა; ასევე შეიცვალა ფორმულირება „განცხადებით“ → „განაცხადებს“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰5147532564 (და…106101¹38362848
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…ლიცენზიებისა და ნებართ…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს აღმასრულებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა