საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 103. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საქმიანობის გარანტიები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სამსახურიდან დათხოვნა ანდა სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე.

2.არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავება, დაპატიმრება ან გაჩხრეკა, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე ცესკო თანხმობას არ მისცემს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

3.ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ ცესკოს განკარგულებას კენჭი ეყრება საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი № 6 68 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3795 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სამსახურიდან დათხოვნა ანდა სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე. 2. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავება, დაპატიმრება ან გაჩხრეკა, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე ცესკო თანხმობას არ მისცემს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. 3. ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ ცესკოს განკარგულებას კენჭი ეყრება საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი № 6 68 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3795 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5146481551767118177117127116103
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …პროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სახალხო და…საქართველოს საკონსტიტუ…