საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 117. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საქმიანობის გარანტიები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სამსახურიდან დათხოვნა ანდა სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე.

2.არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავება, დაპატიმრება ან გაჩხრეკა, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე ცესკო თანხმობას არ მისცემს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3.ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ ცესკოს განკარგულებას კენჭი ეყრება საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სამსახურიდან დათხოვნა ანდა სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე. 2. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავება, დაპატიმრება ან გაჩხრეკა, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე ცესკო თანხმობას არ მისცემს. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 3. ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ ცესკოს განკარგულებას კენჭი ეყრება საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5115517674118177206127116115117
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …პროკურატურის შესახებსაქართველოს სახალხო და…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა