საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 127. საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

2.ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

3.თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

4.ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართვ ელოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები. 2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. 3. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა. 4. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართვ ელოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №65 · ძალაშია 29 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 სექ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
374649251151361221598082127
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…