Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 115

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 115. საკანონმდებლო აქტების მიღება და კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას სამი მოსმენით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

2.თუ კონსტიტუციურ კანონს სამი მოსმენით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

3.კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

4.კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი.

5.ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, თუკი საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონი მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

7.რეგლამენტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

8.კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუკი საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.კანონის მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

წინა მუხლი 114შემდეგი მუხლი 116

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 46

მიუთითებენ მასზე

მუხლი 122

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 118საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
  • 122საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
  • 222კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 82საკანონმდებლო აქტების მიღება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 10საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31¹—
  • 31²—
  • 6—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 102უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46774531¹31²6108210212246118222115
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026