ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია უმაღლესი საბჭოს არჩევა; ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – უმაღლესი საბჭოს არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე; გ) – ან : გ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ ვადებში; გ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო; დ) – არჩევნები, რომელიც მორიგი არჩევნებისთვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: დ.ა) თუ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში; დ.ბ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით; ე) – კენჭისყრა, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), სადაც კენჭისყრის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი; ვ) – საერთო არჩევნების, ხელახალი არჩევნების დღე, აგრეთვე განმეორებითი კენჭისყრის დღე; ზ) − არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთი; თ) – და ; ი) აქტიური საარჩევნო უფლება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს უმაღლეს საბჭოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში; კ) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს უმაღლეს საბჭოში ასარჩევად; ლ) − ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში (ყუთებში) არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს; მ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია (შემდგომ – საარჩევნო ადმინისტრაცია) – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიები; ნ) – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი; ო) – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო − მერი, სახელმწიფო რწმუნებული; პ) – უსკოს თავმჯდომარის მიერ პარტიების, პარტიული სიების რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით; ჟ) – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის წარდგენილია შესაბამის საარჩევნო კომისიაში; რ) – უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული , უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი; ს) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით; ტ) – უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე; უ) – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხდება არჩევნების ორგანიზება და ტარდება არჩევნები; ფ) – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება არჩევნების ჩატარებისას კენჭისყრისა და ხმების დათვლისთვის; ქ) – შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი; ღ) – საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ყ) – ამომრჩეველთათვის მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა; შ) – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (შემდგომ – მედია) გავრცელებული (გასული) ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს; ჩ) – საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა; ც) – ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ; ძ) – საარჩევნო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხისა; წ) – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება; ჭ) – პლაკატი, დროშა, ნებისმიერი სხვა მასალა, რომელზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი; ხ) – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი; ჯ) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ჰ) – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
რედაქცია №0 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 1 მაი. 2026
