საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 92. ხმების დათვლა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი გუბელაძეაიჰან ჰასანლი

1.ფარული კენჭისყრის ბიულეტენების მეშვეობით გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას.

2.კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ დადასტურდა, რომ შესაბამისი განცხადების მიზანი კენჭისყრის შედეგების გაყალბება იყო, ეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ ახდენს. თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დაუყოვნებლივ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა.

3.კენჭისყრის შედეგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად მანდატურთუხუცესს გადასცემს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.

4.ყველა კენჭისყრის შედეგებს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე. ეს შედეგები განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

5.პარლამენტის წევრი ხმის მისაცემი ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის აპარატს. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრს ხმის მისაცემი დროებითი ბარათი გადაეცემა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფარული კენჭისყრის ბიულეტენების მეშვეობით გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. 2. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ დადასტურდა, რომ შესაბამისი განცხადების მიზანი კენჭისყრის შედეგების გაყალბება იყო, ეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ ახდენს. თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დაუყოვნებლივ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა. 3. კენჭისყრის შედეგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად მანდატურთუხუცესს გადასცემს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება. 4. ყველა კენჭისყრის შედეგებს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე. ეს შედეგები განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 5. პარლამენტის წევრი ხმის მისაცემი ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის აპარატს. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრს ხმის მისაცემი დროებითი ბარათი გადაეცემა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16425246881919067578717292
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა