საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 134. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 21 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

2.თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

3.საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერი.

4.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები.

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

6.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრების გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3973 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება №3/3/600 ­– ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 21 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც. 2. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც. 3. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერი. 4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. 6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრების გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3973 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება №3/3/600 ­– ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №94 · ძალაშია 6 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2474503249402314017214110515134
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…