Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 172

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 172. მერობის კანდიდატის წარდგენა და რეგისტრაცია

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

2.მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

3.კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 149-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას, აგრეთვე ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

4.პარტიამ მერობის კანდიდატად შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.

5.მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); დ) სქესი; ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ვ) თანამდებობა (საქმიანობა); ზ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); თ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).

6.მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს (აწერენ) პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები)/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის: ა) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი; ბ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ბ.ა) მერობის კანდიდატის თანხმობა ამ პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით მერად კენჭისყრაზე; ბ.ბ) რომ მერობის კანდიდატი ამ პარტიის წევრია/მერობის კანდიდატი უპარტიოა (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენის შემთხვევაში); ბ.გ) მერობის კანდიდატის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება; ბ.დ) მერობის კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

7.პარტია/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს მერობის კანდიდატს, თუ მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

9.თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება მერობის კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

10.მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.

11.მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) მერობის კანდიდატის მიერ ამ მუხლის შესაბამისად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი; ბ) მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერით (ხელმოწერებით); გ) მერობის კანდიდატის ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი; დ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

12.მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-7–მე-9 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ: ა) ამ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები; დ) მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია; ე) მერობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ვ) მერობის კანდიდატი არ არის წარმდგენი პარტიის წევრი; ზ) დარღვეულია ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 53-ე მუხლის მოთხოვნები.

წინა მუხლი 171შემდეგი მუხლი 173

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საკონს… 23მუხლი 130მუხლი 149მუხლი 151მუხლი 23მუხლი 52მუხლი 53

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 140აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები
  • 151მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა
  • 173მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 49მერის არჩევა
  • 40მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 22ქალაქ თბილისის მერი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 21კანდიდატთა წარდგენა
  • 3საყოველთაო საარჩევნო უფლება
  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 26საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 45პარტიული სიების წარდგენა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 21საკრებულო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2132322234940151130149235253140173172
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საკონსტიტუ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026