Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 141

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 141. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საკრებულო რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საკრებულოს წევრი შუალედურ არჩევნებში აირჩევა იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრი საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მერი რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

2.ახალარჩეული საკრებულოს დამისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგებისშემაჯამებელი იმ ოქმის (ოქმების) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც (რომლებითაც) დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით (ოქმებით) არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

3.შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი იმ ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს აღნიშნული წევრის არჩევა.

4.პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.

5.ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი იმ ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება ამ მერის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ მერს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საკრებულო რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საკრებულოს წევრი შუალედურ არჩევნებში აირჩევა იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრი საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მერი რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. 2. ახალარჩეული საკრებულოს დამისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგებისშემაჯამებელი იმ ოქმის (ოქმების) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც (რომლებითაც) დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით (ოქმებით) არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები. 3. შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი იმ ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს აღნიშნული წევრის არჩევა. 4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება. 5. ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი იმ ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება ამ მერის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ მერს. მუხლი 142. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ: ა) საქართველოს პრეზიდენტს; ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს; დ) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს; ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს; ვ) სახელმწიფო რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს; თ) მოსამართლეებს; ი) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს; კ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები); ლ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს; მ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს; ნ) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებსა და გამომძიებლებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 15 ივნ. 2026 – 13 ოქტ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 29 დეკ. 2025 – 3 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 140შემდეგი მუხლი 142

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 161საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
  • 162საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები
  • 140აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 23მუნიციპალიტეტის საკრებულო
  • 45მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები და ვალდებულებები
  • 43მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 78მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 7საკრებულოს კომისიები
  • 13
  • 5საკრებულოს სესიის კომპეტენციას განეკუთვნება:

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 6 (დანართი 1)ხელშეკრულების მოქმედების ვადა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 18

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18782345436 (და…7135161162140141
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს რესპუბლიკი…ადმინისტრაციული ხელშეკ…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026