Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 143

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 143. პარტიული სიის წარდგენა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 150. პარტიული სიის წარდგენა →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56789

1.პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში მონაწილე პარტიები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა.

2.არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.

3.წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.

4.პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან/და ის პირი, რომელიც არ არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრი.

4¹.არ შეიძლება პარტიულ სიაში შეყვანილ იქნეს პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

5.პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

6.პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ 1 ) სქესი; გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; თ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ი) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი; კ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1348).

7.პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

8.პარტიულ სიას უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.

9.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6855 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4158 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №990 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

რედაქციების შედარება

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში მონაწილე პარტიები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა. 2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია. 3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. 4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან/და ის პირი, რომელიც არ არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრი. 4 1 . არ შეიძლება პარტიულ სიაში შეყვანილ იქნეს პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით. 6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ 1 ) სქესი; გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; თ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ი) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი; კ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1348). 7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით. 8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა. 9. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6855 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4158 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №990 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ოქტ. 2025
წინა მუხლი 142შემდეგი მუხლი 144

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-10-17
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საკონს… 23მუხლი 23

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 150პარტიული სიის წარდგენა
  • 165პარტიული სიების წარდგენა
  • 129პარტიული სიების წარდგენა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 20პარტიული სიების წარდგენა
  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 21კანდიდატთა წარდგენა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 45პარტიული სიების წარდგენა
  • 46პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია
  • 42პარტიების რეგისტრაცია/

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 22—

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 21საკრებულო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 28მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2023212122232328150165129454642143
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …