მუხლი 198. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა
1.საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოიყენება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2.მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება.
3.საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებითვე ადგენს ცესკო შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 2 თვისა, ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.
4.საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, ხორციელდება ამ კანონის 197-ე მუხლით დადგენილი წესით.
5.პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. ამ განცხადების მიღებისთანავე აღნიშნულ პარტიას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მისი მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია. პარტიის მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამავე კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით.
6.საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონის 196 1 მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიები.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოიყენება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.2. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება.3. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებითვე ადგენს ცესკო შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 2 თვისა, ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.4. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, ხორციელდება ამ კანონის 197-ე მუხლით დადგენილი წესით.5. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. ამ განცხადების მიღებისთანავე აღნიშნულ პარტიას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მისი მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია. პარტიის მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამავე კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით.6. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონის 196 1 მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიები.საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №71 · ძალაშია 6 იან. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
10 იან. 2012 – 2 იან. 2021მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…