Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 196¹

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 196¹. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ცესკოში წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის არჩევის/დანიშვნის დროებითი წესი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.თუ პარტია დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში და აღნიშნულმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტზე მეტი მიიღო, პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც უფრო მეტი საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვა.

3.ცესკოს წევრის დანიშვნისას თანაბარი ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დაფინანსება.

6.ცესკოს წევრის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ მუხლითა და ამ კანონის სხვა შესაბამისი ნორმებით დადგენილი წესით.

7.კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 1 დღეში ქვეყნდება ცესკოს წევრობის კანდიდატთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კანდიდატებს.

8.კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს პირის ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის კენჭისყრის შედეგები და კანდიდატის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის წევრთა მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა. კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 3 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ. კანდიდატთა შერჩევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.

9.საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრს.

10.ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

11.ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები შეირჩევა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთვის დადგენილი წესით.

12.თუ ამ მუხლით განსაზღვრული ცესკოს წევრი, ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

13.ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების შესაბამისად ცესკოს წევრების დანიშვნის უფლების მქონე პარტიებს ეს უფლება აქვთ მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი შეკრების დღემდე.

14.საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ნიშნავენ ამ მუხლით გათვალისწინებული ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიები. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

წინა მუხლი 196შემდეგი მუხლი 196²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს პარლამ… 224

მიუთითებენ მასზე

მუხლი 183მუხლი 198

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 16პარტიის მიერ ცესკოს წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 27საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა
  • 13საარჩევნო კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 21პარტიის მიერ უსკოს დროებითი წევრის დანიშვნისა და მ
  • 26საოლქო
  • 31საუბნო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 41კანდიდატის შეფასება

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 15კომისიის შემადგენლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 59დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 12საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
912183198411559224202162713212631196¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…მაუწყებლობის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…