საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 83. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების  დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2.ამ კანონის 51-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან 1 1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3.ამ კანონის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4.ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების  დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. 2. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან 1 1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით. 4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 2 იან. 2021-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა – გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას − 1 500 ლარის ოდენობით. [მუხლი 83. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება 1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების  დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. 2. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან 1 1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით. 4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)] საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164¹159¹153⁴171⁴34²37⁶6672⁷50519399101956283
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს ადმინისტრა…წამლისა და ფარმაცევტულ…მოქალაქეთა პოლიტიკური …საერთო სასამართლოების …