საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 101. საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და მათი არასწორი მონაცემებით წარდგენა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას − დამოუკიდებელი კანდიდატისა − 1 000 ლარის ოდენობით, პარტიისა − 5 000 ლარის ოდენობით.

2.ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენა − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და მათი არასწორი მონაცემებით წარდგენა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას − დამოუკიდებელი კანდიდატისა − 1 000 ლარის ოდენობით, პარტიისა − 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენა − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. მუხლი 102. საარჩევნო , სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიისთვის მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიისთვის საჭირო მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა – გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ივნ. 2026 – 1 ნოე. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2025 – 3 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164¹174¹⁶172⁷34²39³41³2343¹6094104999566101
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…შრომის უსაფრთხოების შე…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა