პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 6 (დანართი 1). ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი

რედაქცია №12კონსოლიდირებული · 5 აგვ. 2026

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

2.ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

3.ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.ამ წესის შესაბამისად, სანქციის სახით გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. 2. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 3. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ამ წესის შესაბამისად, სანქციის სახით გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 5 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1755590⁹284463041³27188233296 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საგადახდო სისტემისა და…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ზოგადი ადმ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…