Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 33

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 33. საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:სანქციებილიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა), თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძველი: ა) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი დებულებისთვის დართული რომელიმე პირობა ან შეზღუდვა; გ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ე) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ვ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; [ ვ 1 ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „ფაქტორინგის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნები; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ზ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება; თ) მიკრობანკი ჩართულია ან ჩართული იყო მიკრობანკის არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ პრაქტიკაში; ი) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში რისკები გამოვლინდა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) მიკრობანკს, ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) მიკრობანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; გ) მიკრობანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის წარდგენა; დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, მიკრობანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკრობანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ პრაქტიკასთან შესაბამისობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; ე) მიკრობანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება; ვ) ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება ან მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი/მათი თანამდებობიდან გათავისუფლება; სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში აქციონერთა საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) მიკრობანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა; თ) მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს შეუჩეროს ხმის უფლება მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარად დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის, შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას მიკრობანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხმის უფლების შეჩერების პირობებსა და ვადებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; ი) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს კონტროლის გაუქმების ან შეზღუდვის პირობები და ვადები, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; კ) მიკრობანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება; ლ) მიკრობანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად; მ) მიკრობანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა; ნ) მიკრობანკს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით; ო) მიკრობანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები; პ) მიკრობანკს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები ინფორმაციის გამჟღავნების მიმართ; ჟ) მიკრობანკს გაუუქმოს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვაგვარად, მათ შორის, კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების ზრდით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) მიკრობანკს მოსთხოვოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება; ბ) მიკრობანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასება; გ) მიკრობანკს მოსთხოვოს ბიზნესსტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა; დ) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს მიკრობანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების განსახილველად და მის/მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის მიერ მიკრობანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, განსაზღვროს მისი დღის წესრიგი და საერთო კრებას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების განხილვა და მის/მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება; ე) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე, პროპორციულობის პრინციპის დაცვით მიკრობანკსა და მის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით. ამასთანავე, მიკრობანკისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობა მიკრობანკის სააქციო კაპიტალს არ უნდა აღემატებოდეს.

5.ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6.მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) იქნა გამოყენებული, უფლება აქვს, იგი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის, ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა), თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძველი: ა) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი დებულებისთვის დართული რომელიმე პირობა ან შეზღუდვა; გ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ე) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ვ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; [ ვ 1 ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „ფაქტორინგის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნები; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ზ) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება; თ) მიკრობანკი ჩართულია ან ჩართული იყო მიკრობანკის არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ პრაქტიკაში; ი) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში რისკები გამოვლინდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) მიკრობანკს, ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) მიკრობანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; გ) მიკრობანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის წარდგენა; დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, მიკრობანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკრობანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ პრაქტიკასთან შესაბამისობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; ე) მიკრობანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება; ვ) ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება ან მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი/მათი თანამდებობიდან გათავისუფლება; სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში აქციონერთა საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) მიკრობანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა; თ) მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს შეუჩეროს ხმის უფლება მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარად დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის, შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას მიკრობანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხმის უფლების შეჩერების პირობებსა და ვადებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; ი) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს კონტროლის გაუქმების ან შეზღუდვის პირობები და ვადები, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; კ) მიკრობანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება; ლ) მიკრობანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად; მ) მიკრობანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა; ნ) მიკრობანკს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით; ო) მიკრობანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები; პ) მიკრობანკს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები ინფორმაციის გამჟღავნების მიმართ; ჟ) მიკრობანკს გაუუქმოს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვაგვარად, მათ შორის, კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების ზრდით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) მიკრობანკს მოსთხოვოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება; ბ) მიკრობანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასება; გ) მიკრობანკს მოსთხოვოს ბიზნესსტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა; დ) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს მიკრობანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების განსახილველად და მის/მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის მიერ მიკრობანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, განსაზღვროს მისი დღის წესრიგი და საერთო კრებას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების განხილვა და მის/მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება; ე) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე, პროპორციულობის პრინციპის დაცვით მიკრობანკსა და მის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით. ამასთანავე, მიკრობანკისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობა მიკრობანკის სააქციო კაპიტალს არ უნდა აღემატებოდეს. 5. ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) იქნა გამოყენებული, უფლება აქვს, იგი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მარეგულირებელი ორგანოების ჯარიმების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-04-06
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 34პროპორციულობის პრინციპი
  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება
  • 35დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 29ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 30დარღვევები და სანქციები

დაზღვევის შესახებ

  • 21¹დარღვევები და სანქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3055¹9¹21¹30468235341132293233
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საინვესტიციო ფონდების …ფასიან ქაღალდებად გარდ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026