ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 55. ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მისი დაკისრების წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

2.პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი, მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიუწოდებლობის, ან/და პირის შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით: ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღონ თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომები; ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი; გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა; დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2¹.„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა არის ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება − ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რისთვისაც პირს შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

3.ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა . საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მისი დაკისრების წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 2. პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი, მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიუწოდებლობის, ან/და პირის შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით: ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღონ თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომები; ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი; გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა; დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 2 1 . „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა არის ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება − ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რისთვისაც პირს შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. 3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა . საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5255¹43830524618827814293255
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…დემატერიალიზებული ფასი…ფასიან ქაღალდებად გარდ…საინვესტიციო ფონდების …საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა