Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 30

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 30. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:ეთიკა და ანტიკორუფციარისკების მართვალიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) კომერციულმა ბანკმა, კომერციული ბანკის ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია: ა.ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ა.ბ) რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც ერთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; ა.გ) ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; ა.დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ე) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მო თხოვნები; ა.ვ 1 ) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ 2 ) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; [ ა.ვ 3 ) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება; ა.თ)  „ფინანსურ  კონგლომერატში  შემავალი  რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ბ) კომერციული ბანკი არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკაში იყო ჩართული ან ჩართულია; გ) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში (მათ შორის, რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში) რისკები გამოვლინდა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, გაჯანსაღების გეგმის, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და გაუმჯობესება; დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, კომერციულ ბანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები, რის თაობაზედაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს შესაბამისი გეგმის წარმოდგენა; ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება; ვ) კომერციული ბანკის ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში − კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრებას მოსთხოვოს ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა; თ) შეუჩეროს ხმის უფლება კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის 8 1 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას ბანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების ან შეზღუდვის პირობებსა და ვადებს ადგენს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; ი) კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; კ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან აუკრძალოს გარკვეული ტიპის საქმიანობების, ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს მას ცალკეული საქმიანობების ან ბიზნესმიმართულებების გასხვისება, თუ აღნიშნული გადაჭარბებულ რისკებს ქმნის ან/და კომერციული ბანკის ჯანსაღ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის; ლ)  კომერციულ ბანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება; მ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად; ნ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და დამატებითი პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა; ო) კომერციულ ბანკს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით; პ) კომერციულ ბანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები, მათ შორის, შეზღუდვები აქტივებსა და ვალდებულებებს შორის განსხვავებულ ვადიანობაზე; ჟ) კომერციულ ბანკს დაუწესოს გამჟღავნების დამატებითი მოთხოვნები; რ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც, მათ შორის, შეიძლება გამოიხატებოდეს კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, ლევერიჯის, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების კონცენტრაციის ზრდით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება; ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ; გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს თავის ბიზნესსტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა; დ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც, კომერციული ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოიცავდეს სასესხო ვალდებულებების პირობებზე მოლაპარაკებების ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის მიერ კომერციული ბანკის პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ვალდებულებების აღების საკითხებს; ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ან/და ადგილზე შემოწმების შედეგად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რეზოლუციის გეგმის გასაახლებლად; ვ) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება თავის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და მას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება.

4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალისა.

5.ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6.მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3769 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3932 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1461 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

რედაქციების შედარება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) კომერციულმა ბანკმა, კომერციული ბანკის ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია: ა.ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ა.ბ) რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც ერთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; ა.გ) ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; ა.დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ე) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება; ბ) კომერციული ბანკი არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკაში იყო ჩართული ან ჩართულია; გ) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში (მათ შორის, რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში) რისკები გამოვლინდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, გაჯანსაღების გეგმის, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და გაუმჯობესება; დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, კომერციულ ბანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები, რის თაობაზედაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს შესაბამისი გეგმის წარმოდგენა; ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება; ვ) კომერციული ბანკის ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში − კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრებას მოსთხოვოს ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა; „თ)თ) შეუჩეროს ხმის უფლება კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის 8 1მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობისშეუსაბამობის, შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას ბანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების ან შეზღუდვის პირობებსა და ვადებს ადგენს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;“.გამომდინარე; ი) კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; კ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან აუკრძალოს გარკვეული ტიპის საქმიანობების, ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს მას ცალკეული საქმიანობების ან ბიზნესმიმართულებების გასხვისება, თუ აღნიშნული გადაჭარბებულ რისკებს ქმნის ან/და კომერციული ბანკის ჯანსაღ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის; ლ)  კომერციულ ბანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება; მ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად; ნ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და დამატებითი პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა; ო) კომერციულ ბანკს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით; პ) კომერციულ ბანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები, მათ შორის, შეზღუდვები აქტივებსა და ვალდებულებებს შორის განსხვავებულ ვადიანობაზე; ჟ) კომერციულ ბანკს დაუწესოს გამჟღავნების დამატებითი მოთხოვნები; რ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც, მათ შორის, შეიძლება გამოიხატებოდეს კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, ლევერიჯის, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების კონცენტრაციის ზრდით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა: ა) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება; ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ; გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს თავის ბიზნესსტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა; დ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც, კომერციული ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოიცავდეს სასესხო ვალდებულებების პირობებზე მოლაპარაკებების ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის მიერ კომერციული ბანკის პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ვალდებულებების აღების საკითხებს; ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ან/და ადგილზე შემოწმების შედეგად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რეზოლუციის გეგმის გასაახლებლად; ვ) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება თავის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და მას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალისა. 5. ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 30¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მექრთამეობის პრევენცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი ორგანოების ჯარიმების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

5
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-04-06
7
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 29მუხლი 22მუხლი 34მუხლი 30¹მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30²პროპორციულობის პრინციპი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 29ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება
  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 30დარღვევები და სანქციები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 49კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა
  • 52⁶დამატებითი ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3055¹9¹8¹29223430¹749468233293230
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…ფასიან ქაღალდებად გარდ…საინვესტიციო ფონდების …საგადახდო სისტემისა და…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026