საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

მუხლი 198. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით.

2.ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს შეიძლება მოუსმინონ ერთმანეთის დაუსწრებლად, თუ ეს აუცილებელია პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად და თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოაქვს ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

4.თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ზეპირი მოსმენის სხდომა ღიაა.

5.ზეპირი მოსმენის სხდომა ღიაა, თუ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111110112383408267¹727¹27109489198
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სისხლის სა…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა