სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 89. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადებას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით .

2.თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება, მოწმის ან ექსპერტის დაკითხვა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამართოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე–112-ე მუხლებით დადგენილი წესით , ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

3.თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.

4.სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მტკიცებულებების მოპოვებისას და მათი გამოკვლევისას გამოიყენება ამ კანონის 92-ე მუხლით დადგენილი წესები. თავი XII. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადებას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით . 2. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება, მოწმის ან ექსპერტის დაკითხვა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამართოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე–112-ე მუხლებით დადგენილი წესით , ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ. 4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მტკიცებულებების მოპოვებისას და მათი გამოკვლევისას გამოიყენება ამ კანონის 92-ე მუხლით დადგენილი წესები. თავი XII. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11260¹188702220⁶1059928688877 (და…17689
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს პარლამენტი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს ადმინისტრა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა