საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 378¹. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/ გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2.იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; დ) ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით; ე) ჩადენილი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით; ვ) ჩადენილი იარაღის გადაცემით; ზ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3.იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს პენიტენციურ დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2378 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.377 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი № 5196 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.283 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3529 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №187 · ძალაშია 4 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 დეკ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
379378²263177¹³57³89908613462378¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…ამნისტიის შესახებპენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა