Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 57³

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 57³. იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ იმ უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით სასჯელის მოხდის დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს სასჯელის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.

2.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს აცნობებს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.

4.თუ უცხოელს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისთანავე.

5.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ იმ უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ  ვადიანი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით სასჯელის მოხდის დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს სასჯელის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს აცნობებს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 4. თუ უცხოელს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისთანავე. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 მარ. 2014 – 1 სექ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

    ახალი 57³ მუხლი აწესრიგებს იმ უცხოელი მსჯავრდებულის გაძევებისა და შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას, რომლის სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაძევებით შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 57²შემდეგი მუხლი 58

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 64

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა
  • 57²იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრა
  • 51უცხოელის საქართველოდან გაძევება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება
  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 380¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 73¹უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

პენიტენციური კოდექსი

  • 92საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 43ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით
  • 54განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²380¹307¹31¹28943546457¹57²5173¹9257³
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026