პენიტენციური კოდექსი

მუხლი 62. უსაფრთხოების ღონისძიებები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად უფლებამოსილი პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები: ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება; ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება; გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა; დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება; ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს მოწყობა; ვ) დეესკალაციის ოთახში გადაყვანა.

2.უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.

3.პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4.უსაფრთხოების ღონისძიების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებისა) განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგო ან დამატებითი საგუშაგო ეწყობა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. დროებითი საგუშაგოს მეშვეობით პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს.

6.დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 ნაწილში სამედიცინო შემოწმების ვალდებულებიდან გამოირიცხა პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის უსაფრთხოების ღონისძიება; აქტის ფორმის დამტკიცების წესი უცვლელია და მხოლოდ წინადადებაა გაერთიანებული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
378198311864³23132115271139685762
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა