საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁰⁰. სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამედიცინო სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ამის თაობაზე შუამდგომლობის მიღებიდან  არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს და შესაბამის მასალებს უგზავნის იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შეჩერებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია ამ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილოს. აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2.სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3458 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამედიცინო სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ამის თაობაზე შუამდგომლობის მიღებიდან  არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს და შესაბამის მასალებს უგზავნის იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შეჩერებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია ამ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილოს. აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 2. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3458 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №94 · ძალაშია 1 აგვ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 1 აგვ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶¹21¹⁰¹21³6154³541520⁶180147¹1975221¹⁰⁰
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სისხლის სა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…ჯანმრთელობის დაცვის შე…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა