საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 197. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, უფლებათა განმარტება

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით: ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას; ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას; დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას; დ 1 ) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ; ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას; ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით: ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას; ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას; დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას; დ 1 ) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ; ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას; ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №166 · ძალაშია 1 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁷21³2172032261962192064541433197
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა