ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებელსა და გამსაღებელს, აგრეთვე ბავშვთა კვების საკითხებში კომერციული ინტერესის მქონე სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ: ა) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების უფასოდ ან ფასდაკლებით გადაცემა: სამედიცინო საქმიანობის სუბიექტისათვის, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ორსული და ჩვილბავშვიანი ქალებისათვის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისათვის; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – მასობრივი ღონისძიების დროს, სანახაობით დაწესებულებაში, ქუჩაში, სატრანსპორტო საშუალებაში; ბ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შეთავაზების (გასაღების, გადაცემის) მიზნით ნებისმიერი კონტაქტის დამყარება ორსულ და ჩვილბავშვიან ქალებთან, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებთან, უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, წერილობით, ფოსტით ან ტექნიკური (სატელეფონო, ელექტრონული და სხვა) საშუალების გამოყენებით.
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ
მუხლი 6
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

