სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 64. საჯარო შეტყობინება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ფოსტით ეგზავნება ან პირადად ჰბარდება.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირს საჯარიმო ქვითარი დაჯარიმების ადგილზე ან რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი ფოსტისთვის დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით, იმავე მისამართზე ეგზავნება.

3.საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.

4.ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nfa.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ თავით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ფოსტით ეგზავნება ან პირადად ჰბარდება. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირს საჯარიმო ქვითარი დაჯარიმების ადგილზე ან რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი ფოსტისთვის დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით, იმავე მისამართზე ეგზავნება. 3. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 4. ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nfa.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2016 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017
  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90⁹17¹290¹⁰290³268¹782772¹⁰13¹³757²182764
მითითებამნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…პროდუქტის უსაფრთხოების…არბიტრაჟის შესახებდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა