საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

მუხლი 7². შეტყობინებების, გადაწყვეტილებების ან/და სხვა დოკუმენტების გაგზავნისა და ჩაბარების წესი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინებების, თავისი გადაწყვეტილებების (მათ შორის, ამ კანონის 7 1 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ან/და სხვა დოკუმენტების (შემდგომ − შეტყობინება) ამ მუხლით დადგენილი წესით დაინტერესებული პირისთვის გაგზავნასა და ჩაბარებას.

2.დაინტერესებულ პირს შეტყობინება ეგზავნება ფოსტით რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილზე ან, თუ ცნობილია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, − ამ ადგილზე. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა უშუალოდ ამ პირს ან შესაბამის მისამართზე მასთან მცხოვრებ მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა აგრეთვე, თუ ეს პირი ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე.

3.თუ დაინტერესებულ პირს გაგზავნილი შეტყობინება შესაბამის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, შეტყობინების მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და შეტყობინებას ფოსტას უბრუნებს. შეტყობინების ფოსტისთვის დაბრუნებიდან 1 კვირის ვადაში დაინტერესებულ პირს შეტყობინება იმავე მისამართზე განმეორებით ეგზავნება.

4.ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების დაინტერესებული პირისთვის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

5.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია. შეტყობინების აღნიშნული ტექნიკური საშუალებით გასაგზავნად და ჩასაბარებლად გამოიყენება სამინისტროს სისტემაში დაცული აღნიშნული პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №614 – ვებგვერდი,14.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 14 ივნ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17¹268¹731842781¹6420¹56¹194587²
მნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…კონკურენციის შესახებდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა