Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 268¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 268¹. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სამართალდარღვევის საქმისწარმოება და დაცვაადგილზე დადებული ჯარიმები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ადგილზე გამოცემული საჯარიმო ქვითრის/მიღებული დადგენილების ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მისი ასლის მიღებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში/დადგენილებაში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა.

2.თუ ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი განისაზღვრება ამ მუხლის მე-3−მე-8 ნაწილებით.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას სამართალდამრღვევს უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნასთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

4.სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. ეს შეღავათი არ ვრცელდება საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, აგრეთვე ამ კოდექსის 114 1 მუხლსა და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დარღვევებზე.

5.თუ სამართალდამრღვევი ამ მუხლის მე-4  ნაწილის შესაბამისად, 10 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას სათანადო დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება ან გადაეცემა.

6.დადგენილება/საჯარიმო ქვითარი/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საფოსტო გზავნილზე/საჯარიმო ქვითარზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ეს ჩაბარებად მიიჩნევა.

7.თუ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

8.დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

9.ჩაბარებისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილებით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე ელექტრონულ დადგენილებაზე/საჯარიმო ქვითარზე და დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ელექტრონულ ასლზე.

10.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტი/შეტყობინება შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1816 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №640 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 აგვ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  3. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 268შემდეგი მუხლი 268²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჯარიმის 20%-იანი შემცირება და შსს-ის შეტყობინების ჩაბარება (მუხლი 268¹)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადგილზე დაჯარიმების გასაჩივრება — საჯარიმო ქვითარი და 20% შეღავათის გადაწყვეტილებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 3 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 114¹მუხლი 234¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 290¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 268³ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დადგენილების/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
  • 272ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი
  • 290⁸საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის, გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 27ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 13ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი
  • 17¹სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და ჩაბარების წესი

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 21გასაჩივრების წესი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 64საჯარო შეტყობინება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43²ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1317¹114¹234¹290¹268³272290⁸647 (და…43²27212630268¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს გარემოს და…ენერგოეფექტურობის შესა…დანაშაულის პრევენციის,…შრომის ინსპექციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026