Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსიმუხლი 63

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023
თემები:საკვები და სასმელისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის დანაშაულებისაზოგადოებრივი ჯანმრთელობაადმინისტრაციული და მარეგულირებელი დანაშაულებიმარეგულირებელი დავებიბრენდის დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2.ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

3.თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებსაც ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა ადმინისტრაციული სახდელიც არის დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება.

4.ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

5.ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

6.სამართალდამრღვევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

7.ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ პირმა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

8.ამ კოდექსით გათვალისწინებული ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი ან განმეორებით დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს. 3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებსაც ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა ადმინისტრაციული სახდელიც არის დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება. 4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 6. სამართალდამრღვევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 7. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ პირმა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე. 8. ამ კოდექსით გათვალისწინებული ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი ან განმეორებით დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2017 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 2 მაი. 2014

    63-ე მუხლის მე-5 პუნქტში ბიზნესოპერატორი შეუსაბამობის აღმოჩენისას ჯარიმდება მხოლოდ 68-ე მუხლით, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობის 69-ე მუხლით დაჯარიმების წესი ამოღებულია.

  2. 1 სექ. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017

    63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს სახდელის დაკისრებას რამდენიმე სამართალდარღვევისას, მე-4 პუნქტი — საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ ქვითარს ოქმის ფუნქციით, მე-5 პუნქტი — ქვითრის ფორმის დამტკიცებას; დაემატა მე-6 პუნქტი დანაშაულის ნიშნებისა და დევნის შეწყვეტის შემდგომი სახდელის შესახებ, ხოლო 68-ე მუხლით დაჯარიმების წესი ამოღებულია.

  3. 14 დეკ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და რეგულაციები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებლობის შესახებ3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა სურსათის უვნებლობის წესების დარღვევის ბრალდებისას3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი ბრძანების გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ოქტ. 2023 · №16

  • 3 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2017
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 66პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის
  • 22სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში
  • 19„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 10პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 12პასუხისმგებლობის საფუძველი

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 33პასუხისმგებლობის საფუძვლები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁷პასუხისმგებლობა

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 33¹პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 223საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო .
  • 290⁸საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის, გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 10ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 14პასუხისმგებლობის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁷33¹223290⁸662219101412103363
მნიშვნელობით ახლოსსურსათად/ცხოველის საკვ…სავალდებულო სერტიფიცირ…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს სარკინიგზო…ვაზისა და ღვინის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ოქტ. 2023 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026