Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 42

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 42. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

2.ფრაქციაში გაწევრების მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციას.

3.ფრაქცია უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც იგი წერილობით მიმართავს ფრაქციას.

5.ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

6.ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

7.წევრი ფრაქციაში მიღებულად, ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.

8.ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას.

9.თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ან ფრაქციის წევრის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა უმაღლესი საბჭოს 5-ზე ნაკლები წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აცნობებს უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

10.ფრაქციის თანამდებობის პირის არჩევის, გადაყენების, გადადგომის და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის რეგლამენტი №14 - ვებგვერდი, 30.07.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 ოქტ. 2021
  2. 30 ივლ. 2021
  3. 6 მაი. 2020
წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2021-10-07
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 39ფრაქციის შექმნა
  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 41უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 52ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
  • 49ფრაქციის შექმნა
  • 51უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 54ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
  • 51ფრაქციის შექმნა

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 13უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 47უმაღლესი საბჭოს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
133922415249515554514742
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საპარლამენტო ფრაქციის …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026