ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტყე − სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრების ტყეებისა და მათი რესურსების ერთობლიობა; ბ) ტყე − შიგნით არსებული და სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია: ბ.ა) ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია − ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს; ბ.ბ) სხვა ტერიტორია: ბ.ბ.ა) ტერიტორია, სადაც ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია; ბ.ბ.ბ) − ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვა. შენიშვნა: ტყედ არ მიიჩნევა ტყის კონტურის გარეთ არსებული მიწის ფართობი: ბაღი (ხეხილის და სხვა), სკვერი, პარკი; ხეთა ზოლი, რომელიც ასრულებს ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ფუნქციას (ქარსაფარი ზოლი); ტერიტორია, რომელიც ტყეში არ არის და გამოიყენება მოკლევადიანი მონაცვლეობისთვის ტყის შემქმნელი სახეობების გაშენებიდან 30 წლამდე პერიოდში (პლანტაცია); მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, საახალწლო ხის პლანტაცია; მერქნიან ხეთა (კაკალნაყოფიანების) პლანტაცია ნაყოფის მისაღებად, ხილკენკროვანი სახეობების პლანტაცია; გ) − ნათელი ტყე, სადაც ტენის სიმცირის ან/და სხვა ბუნებრივი პირობების გამო კორომმა შეიძლება ვერ მიაღწიოს 0,1 სიხშირეს; დ) − ტყე, რომელიც მდინარის აუზშია განფენილი და პერიოდულად (წყალდიდობის ან/და წყალმოვარდნის დროს) წყლით იფარება; ე) − ტყე, რომელიც ალპური ზონის საზღვრის ქვემოთ მდებარე 300 მ-მდე სიგანის ზოლშია მოქცეული და არის გარდამავალი (ბრძოლის) სარტყელი; ვ) − ტყის მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების, და ერთობლიობა: ვ.ა) − სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და მათი პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მერქანი; ვ.ბ) მერქნიანი მცენარეების პროდუქტები − მერქნიანი მცენარეების წიწვი, ფოთოლი, ყვავილი, ყვავილის მტვერი, ფისი, წვენი, თესლი, გირჩი, ნაყოფი; ვ.გ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები − მერქნიანი მცენარეების ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი; ზ) – ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებისა და ხეტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, ძირნაყარი ხეები, რომლებსაც ბუნებრივი ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ აქვს მერქნული რესურსის ღირებულება; თ) – საყრდენ მასალად ვარგისი, მსხვილი ბოლოდან 8 სმ-დან 12 სმ-მდე დიამეტრის, ხოლო აკაციის შემთხვევაში − არაუმეტეს 20 სმ დიამეტრის მერქნული რესურსი; ი) − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-დან 8 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი; კ) − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი; ლ) ტყის კონტური − ტყის საზღვარი, რომელსაც ადგენს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით; მ) ტყის შემქმნელი სახეობები − მერქნიანი მცენარეები, რომლებიც შეტანილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის (შემდგომ − მინისტრი) მიერ დამტკიცებულ „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხაში“; ნ) ხე − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია; ო) − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია; პ) − მერქნიანი მცენარის/მცენარეების სახეობების ერთობლიობა, რომელიც არ ქმნის და არსებულ პირობებში ვერც შექმნის ზედა საბურველს; ჟ) − მოჭრილი მერქნიანი მცენარე (ტოტებიანი ღერო) ან ძირნაყარი ხეების გასხეპილი ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია; რ) კორომი − ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია; ს) (მორი) − ხეტყის დამზადებით (მათ შორის, მოთხრილი და მოტეხილი ხეებისგან) მიღებული, წვრილი ბოლოდან 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის მერქნული რესურსი; ტ) − ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მრგვალი ხეტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება შესაბამის ერთიან მონაცემთა ბაზაში; უ) − პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ შემდეგ დასკვნით დოკუმენტებში: „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამა − დღის წესრიგი 21“, „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადება“; ფ) − ტყის სასარგებლო თვისებებისა და ტყის რესურსების გამოყენების, აგრეთვე ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ქ) − ტყის ისეთი გზითა და მოცულობით მართვა და გამოყენება, რომ შენარჩუნდეს მისი ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, რეგენერაციის შესაძლებლობა, სიცოცხლისუნარიანობა და პოტენციალი, რათა ახლაც და მომავალშიც შესრულდეს ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე და არ დაზიანდეს სხვა ეკოსისტემები; ღ) − საქართველოს ტყის აღრიცხვა, რომლის მიზანია ტყისა და ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყის მდგომარეობის მონიტორინგის უწყვეტი განხორციელება, ტყის შესახებ მონაცემების თაობაზე საერთაშორისო ანგარიშგება და ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვა; ყ) − საქართველოს ტყის აღრიცხვის, დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის გაზრდის, აგრეთვე ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის დაგეგმვა; შ) − საქართველოს ტყის მდგომარეობის შეფასების, მის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, მისი ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა; ჩ) − შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: აღსადგენი ტერიტორიის (ფართობის) მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვა, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვა, შემოღობილ ფართობზე ნიადაგის ქვეტყისგან გაწმენდა, ბალახისგან გასუფთავება და აჩიჩქვნა თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით; ც) − მავნე ორგანიზმები (მწერი, მღრღნელი, სოკო, ბაქტერია, ვირუსი), რომელთა რაოდენობის მატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტყის ეკოლოგიურ მდგომარეობას ან არსებითად შეამციროს მერქნის ხარისხი; ძ) − ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით; წ) − სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის ტყით საერთო სარგებლობისა და ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე ტყის რესურსების მოპოვება; ჭ) − ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო სარგებლობა, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, აგრეთვე ფიჩხი; ხ) − ტყითსარგებლობა, რომელიც არ ხორციელდება ტყით საერთო სარგებლობის ფარგლებში; ჯ) − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას; ჰ) − ტყის უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი და ძირნაყარი ხეების რაოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები; ჰ 1 ) ხეტყის დამზადება − ზეზემდგომი ხეტყის მოჭრა ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღება, მისი დახარისხება და გაზიდვა (მათ შორის, საქმიან ეზომდე); ჰ 2 ) − მერქნის მოპოვების მიზნით ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით განხორციელებული ჭრა; ჰ 3 ) − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით; ჰ 4 ) − ამ კოდექსით გათვალისწინებული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეების მიზნებისთვის განხორციელებული ჭრა, გარდა სამეურნეო ჭრისა; ჰ 5 ) − ტყითმოსარგებლის მიერ შემუშავებული გეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ტყითსარგებლობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების, მათი ეტაპებისა და მოცულობის შესახებ; ჰ 6 ) სატყეო გზა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიების განსახორციელებლად ტყეში არსებული გზა: ჰ 6 .ა) − მოკლევადიანი ტყითსარგებლობისთვის გაყვანილი სამეურნეო გზა; ჰ 6 .ბ) − ტყეში არსებული ხრეშმოყრილი ან/და მოშანდაკებული გზა, რომლის მოწყობა და რეაბილიტაცია გრძელვადიანი სარგებლობისთვის განხორციელდა; ჰ 7 ) − ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე მოსაწყობი ან მოწყობილი ნაგებობა, რომელსაც საძირკველი არ აქვს და რომელიც გამოიყენება შესაბამისი ტყითსარგებლობის უფლების განსახორციელებლად; ჰ 8 ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჰ 9 ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.



