სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 11. გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გენერალური აუდიტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული გენერალური აუდიტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2.გენერალური აუდიტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3.გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად.

4.გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) თანამდებობიდან გადაყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) გენერალური აუდიტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) გარდაცვალება. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3361 - ვებგვერდი,  31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
352¹91210516217682071318512711
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს პარლამენტი…პროკურატურის შესახებსაქართველოს სახალხო და…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა