Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 13

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 13. პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებ ი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და წინადადებას განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

2.პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

3.პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

4.პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება უფლებამოსილება დადგენილებით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების ვადა პარლამენტის დადგენილებით ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია.

5.თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების, დაპატიმრების ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პარლამენტის წევრის შეწყვეტილი უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების, დაპატიმრების ან/და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენამდე/სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე დროის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია.

6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს პარლამენტის დადგენილებით აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – თუ, ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა აღნიშნული ვადის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა  შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და წინადადებას განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. 2. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. 4. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება უფლებამოსილება დადგენილებით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების ვადა პარლამენტის დადგენილებით ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია. 5. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების, დაპატიმრების ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პარლამენტის წევრის შეწყვეტილი უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების, დაპატიმრების ან/და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენამდე/სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე დროის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს პარლამენტის დადგენილებით აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – თუ, ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა აღნიშნული ვადის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 27 ივნ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. … – 27 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 9პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 205იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა
  • 11პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 39საქართველოს პარლამენტის წევრი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 11გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 127საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 48

პროკურატურის შესახებ

  • 68საპარლამენტო კონტროლი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 15

მაუწყებლობის შესახებ

  • 10კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 23პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 174დაკავების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
231139101517468484492051112713
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026