Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებმუხლი 9

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 9. გენერალური აუდიტორი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345

1.გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

1¹.გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მართლმსაჯულების სისტემაში, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

2.გენერალურ აუდიტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა.

3.გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა პოლიტიკურ საქმიანობას.

4.უზრუნველყოფილი უნდა იყოს გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე.

5.შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ გენერალური აუდიტორის პირად უსაფრთხოებას. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 1 1 . გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მართლმსაჯულების სისტემაში, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. 2. გენერალურ აუდიტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. 3. გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა პოლიტიკურ საქმიანობას. 4. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე. 5. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ გენერალური აუდიტორის პირად უსაფრთხოებას. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება გენერალური აუდიტორი: ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით; ვ) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრულ რიცხოვნობას; ზ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში; თ) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას; ი) უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოსცეს ბრძანება, განკარგულება, მითითება, მიიღოს გადაწყვეტილება; კ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს; ლ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; მ) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ნ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; ო) ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს; პ) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას; ჟ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; რ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ; ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ; ტ) განსაზღვრ ავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას; უ ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1045 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4373 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 14 დეკ. 2018
  3. 24 სექ. 2018
  4. 1 დეკ. 2011

    მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია, რადგან ეს ნორმა გადავიდა მე-8 მუხლში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №29

  • 4 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 11გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა
  • 12გენერალური აუდიტორის მოადგილეები
  • 10გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 185გენერალური აუდიტორის არჩევა
  • 186საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა
  • 207თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი

პროკურატურის შესახებ

  • 16გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 10ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე
  • 9წესები და რეგულაციები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 59ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 69სახელმწიფო აუდიტის სამსახური
  • 65პროკურატურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111210696559161091851862079
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო აუდიტის სამ…პროკურატურის შესახებუცხოეთის აგენტების რეგ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026