სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 27. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აუდიტის ობიექტები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არიან ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, უფლებამოსილი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

2.აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის ობიექტებისა, უფლებამოსილი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, აგრეთვე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.

3.ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით.

4.სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 16 აპრ. 2026-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ს აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში. 2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    27-ე მუხლის პირველ პუნქტში გასაჩივრების შეზღუდული წესი გავრცელდა 50 პროცენტიანი და მეტი სახელმწიფო ან მუნიციპალური წილის მქონე კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, ხოლო მე-2 პუნქტის გამონაკლისი შესაბამისად „აუდიტის ობიექტებზეა“ მიბმული.

  2. 27-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში გასაჩივრების ობიექტად დარჩა მხოლოდ აუდიტის ანგარიში; აქტი, ცნობა და „დასკვნა“ ტექსტიდან ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
180177183292324¹2735722635014427
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა