სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 23. აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აუდიტის ობიექტს უფლება აქვს: ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით.

2.აუდიტის ობიექტი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით; ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე; გ) არ ჩაერიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს, დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე შეამოწმოს, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა; დ) გამოყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.

3.აუდიტის ობიექტი და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებული სხვა პირი ვალდებული არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინონ სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებულ სხვა პირს შეუძლიათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართონ თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის ობიექტის და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებული სხვა პირის თხოვნით აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

4.( ამოღებულია – 24.11.2011, №5294). საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2012-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს: ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით. 2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით; ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე; გ) არ ჩაერიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს, დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე შეამოწმოს, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა ; დ) გამოყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი . 3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. 4. ( ამოღებულია – 24.11.2011, №5294). საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    23-ე მუხლის მე-3 პუნქტში ინფორმაციის ან დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის ვალდებულება, ვადის გაგრძელების თხოვნის უფლება და სამსახურის უფლებამოსილება, ვადა ერთხელ გააგრძელოს, გავრცელდა ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებულ სხვა პირზეც.

  2. 23-ე მუხლში შეიცვალა აუდიტის ობიექტის უფლებები (შენიშვნები და ანგარიშის გასაჩივრება), დაემატა პასუხისმგებელი პირის გამოყოფის ვალდებულება, შეიცვალა ინფორმაციის წარდგენის პირობები მე-3 პუნქტში და ამოღებულია მე-4 პუნქტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27242034³6922¹192323 (დ…22505223
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…პერსონალურ მონაცემთა დ…სახელმწიფო შიდა ფინანს…საქართველოს გარემოს და…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა