ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 დეკ. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2.ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო  დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

3.ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე აღსრულებული საჯარიმო თანხისა და საურავის დაბრუნება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვლება ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3333323233423
მნიშვნელობით ახლოსადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ზოგიერთი ადმინისტრაციუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა