მუხლი 34. საკრებულოს გამოკლებული წევრის შენაცვლება
თუ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, მის ადგილს შესაბამის საკრებულოში ორი კვირის ვადაში დაიკავებს იმავე სიაში რიგით მიმდევნო კანდიდატი (პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოებისათვის) ან საკრებულოს წევრად აურჩეველ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი (მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოსათვის), თუ იგი შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანდიდატი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი. თუ წარდგენილ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. თავი IX პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის
