საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 20. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

2.საკრებულოს წევრს უფლება აქვს : საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით , რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის , ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობათა სხდომებს ; შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს , ქალაქ თბილისის მერს , ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელს , ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხები . შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას . საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება , საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით .

3.საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) თუ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე ) თუ არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში , რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მუშაობას ; ვ) თუ გარდაიცვალა; ზ) საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.13 9

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი ახლა ოთხი თვის არმონაწილეობაა, რომელიც მოიცავს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას.

  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    20-ე მუხლში საკრებულოს წევრის უფლებამოსილებათა ჩამონათვალიდან ამოღებულია დაბა წყნეთის გამგეობისა და გამგებლის მითითება, ხოლო „პასუხი“ და „ვალდებულნი“ ახალი ფორმით არის ჩამოყალიბებული.

  3. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში საკრებულოს წევრის შეკითხვის ადრესატთა წრიდან ამოღებულია პრემიერი, გამგეობათა სხდომებზე დასწრება და შეკითხვით მიმართვა ცალ-ცალკე ჩამონათვლადაა, ხოლო წევრის სტატუსს განსაზღვრავს დასახელებული კანონი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
454043754793314116616920
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…