მუხლი 36. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი არჩევნების ჩატარება და მასში მონაწილეობა
1. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი არჩევნები არ ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა იურისდიქცია.
2. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში არ მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი ამომრჩევლები.
